jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: "ფარმადეპო" და "ჯპს". ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მერჩენდაიზერის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობში, დიდ დიღომში, პეტრე იბერის 13.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის განთავსება თაროებზე დადგენილი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა
** მიმღებ განყოფილებაში შემოსული პროდუქციის საწყობის მთლიანი მასშტაბით დალაგება შეფუთვის ტიპის, რაოდენობის, მწარმოებლის, დასახელების, სერიის, ვარგისიანობის ვადის მიხედვით.
** რეალურად მიღებული და ტერმინალში დაფიქსირებული პროდუქციის დასახელების/მონაცემების პროგრამული დადარების წარმოება.
** მიღებული პროდუქციის დაშლა/დალაგების პროცესში მონაწილეობა და მეთვალყურეობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაკვირვების უნარი
** სისხარტე
** მოწესრიგებულობა

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** სატრანსპორტო მომსახურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** ფიტპასი
** 30-50%-მდე ფასდაკლება ევექსის კლინიკებსა და ჩვენს სააფთიაქო ქსელში.

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფასთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |