jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეცეფციის თანამშრომელი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს მულტი-ინდუსტრიულ ბიზნეს ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.

GIG ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ახორციელებენ ინვესტიციებს მასშტაბურ პროექტებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ აქტიურ ზრდას და განვითარებას, ახალ ბიზნეს სექტორებში შესვლას და პოზიციების შემდგომ გამყარებას. ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ახალ წევრებს, რომლებსაც იზიდავთ მასშტაბური, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოწვევები და ამავდროულად დაინტერესებულნი არიან აქტიური და სწრაფი პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით!

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" http://www.gig.ge შვილობილი კომპანია "ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)", რომლის ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა, აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი: ოფისში დაგეგმილი ვიზიტების მართვა, ოფისის შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტუმრების მიღება, აღრიცხვა შესაბამისი პროცედურების შესაბამისად;
** ვიზიტორთა რეესტრის წარმოება, კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად;
** ვიზიტორთათვის დახმარების აღმოჩენა და ინსტრუქციების მიცემა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად;
** შემოსული წერილების/გზავნილების დახარისხება და შესაბამისად ადმინისტრაციული ასისტენტებისთვის მიწოდება, ასევე გასაგზავნი კორესპონდენციის გაგზავნის დროულად უზრუნველყოფა და ჩაბარების კონტროლი;
** ორგანიზაციაში შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** კომპანიის თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის (მობილური, შიდა ნომრები, ელ-ფოსტა) მუდმივი განახლება;
** საჭიროებისამებრ დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს თანაშემწეების დახმარება ადმინისტრაციულ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** დასრულებული უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გავლილი სერვის პლიუსის ტრენინგი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის საბაზისო პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ყურადღება დეტალებისადმი;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** თავაზიანობა;
** სერვისზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
** ოფისის მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2 / პეკინის 34;
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში;

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (ს/კ: 404927610) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |