jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

გიზიარებთ ინფორმაციას საინტერესო ვაკანსიის შესახებ

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ფარმაცევტის პოზიციაზე.

გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1125.00 ლარი (დარიცხული)

ძირითადი მოვალეობები:

** აფთიაქში არსებული მედიკამენტების აღრიცხვა
** აფთიაქში არსებული მედიკამენტების გაცემის კონტროლი
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით
** განყოფილებებისთვის 24 საათიანი მარაგების მიწოდება
** კლინიკის განყოფილებებისთვის 24 საათიანი მედიკამენტების მარაგების დამზადება პაციენტების მიხედვით. მათ შორის მაღალი რისკის ციტოსტატიკური მედიკამენტების განზავება
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია
** აქვს შედეგზე ორიენტირი

ჩვენი მხრიდან გპირდებით: ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს. კომპეტენციის ამაღლებისა და პაციენტის კმაყოფილების შემთხვევაში დამატებით მატერიალურ წახალისებას

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე
careers@cmchospital.ge

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |