jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოტორინოლარინგოლოგი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: ოტორინოლარინგოლოგი;
გრაფიკი: ყოველდღე, 4 საათი (შაბათ-კვირის გარდა)
ადგილმდებარეობა: წერეთლის გამზ.138
ანაზღაურება: შეთანხმებით;

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
** კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ლიცენზიის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |