jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვისის და მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის წევრი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირებას, საქართველოდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით, სასაწყობე სერვისებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტვირთების საერთაშორისო ლოგისტიკას.

ვეძებთ ჩვენს მზარდ გუნდში, ახალ წევრებს, ერთობლივი ზრდისა და განვითარებისათვის.

ვაკანსიის დასახელება: სერვისის და მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
ადგილმდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გზავნილების მიღება, სისტემაში რეგისტრაცია, გასაგზავნად გამზადება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული შეტყობინებების მართვა;
** კლიენტების CRM ბაზის წარმოება;
** მომხმარებელთა პრობლემური საკითხების მიღება, მოკვლევა და მოგვარება;
** საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excell, Word)

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: joseph.kante@boxette.com.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |