jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ამანათების დახარისხების სპეციალისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე საბაჟო ტერმინალზე

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (გაკო-ლასარე)
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 ლარი + დანამატი

საქმიანობის აღწერა:

** სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების პროგრამული აღრიცხვა, დახარისხება;
** რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ", ან დაგვირეკეთ ნომერზე (+995 32) 249 26 26.

კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |