jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი/ასისტენტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/ასისტენტის თანამდებობაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვევის პორტალზე დასაქმებულთა მონაცემების ატვირთვა, დაზღვევის გააქტიურება, გაუქმება, ცვლილებების შეტანა -ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის სადაზღვევო პოლისების ფარგლებში
** კომპანიაში დასაქმებულ იმიგრანტ პირთა რეგისტრაცია შესაბამის სისტემაში
** მზა დოკუმენტაციის დასკანერება, დახარისხება და დაბაინდერება, ასევე დოკუმენტაციის ასახვა ელექტრონულ სისტემაში
** სოციალური ქსელების მართვაში მონაწილეობის მიღება (პოსტების განთავსება პლატფორმებზე და კომპანიის ვებ-გვერდის მართვაში მონაწილეობის მიღება)
** შემოსულ ზარებზე პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირებთან
** საკანცელარიო ნივთების შეკვეთა
** ადმინისტრაციული მენეჯერის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნებია:

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ჰუმანიტარული მიმართულებით)
** ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** გამართული წერის უნარის ქონა (ოფიციალური წერილების, განცხადებების დაწერის უნარი)

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (სტუდენტების შემთხვევაში დაიშვება გამონაკლისი)
ხელფასი: 700-900 (გამოცდილების შესაბამისად)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, ქრისტინე შარაშიძის 25 (დიღომი 7 ა).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@artwin.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |