jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სასტუმრო Artizan Design Hotel © აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** ჭურჭლის რეცხვა და ჰიგიენური სამუშაო გარემოს შენარჩუნება წესებისა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად სამზარეულოსა და სასაუზმე სივრცის დალაგება/დასუფთავება
** ნარჩენების გატანა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
** თვეში ერთხელ ან ორჯერ (საჭიროებისამებრ) სამზარეულოს ან /და სასაუზმე სივრცის გენერალური დალაგება - რაც მოიცავს წმენდას, მოწმენდას, რეცხვას, ნარჩენების გატანას სტანდარტების შესაბამისად
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე ქიმიკატების სწორად და უსაფრთხო გამოყენებას
** სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
** ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** სუფთა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
** მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |