"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: რანერი
ძირითადი მოვალეობები:
** მიმტანების დახმარება სივრცის მოწესრიგებისა და მაგიდების ალაგების პროცესში;
** სამზარეულოს კერძების სწრაფად და სტანდარტების დაცვით მიწოდება;
** სამზარეულოს პერსონალის დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ენერგიული
** პოზიტიური
** პასუხისმგებლიანი
** მოწესრიგებული
** გუნდურად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 სამუშაო დღე: ოთხშაბათი-კვირა, დღეში 7 საათი;
** სამუშაო საათები: 12:00-19:00;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: ალ.ყაზბეგის #27.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელწერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ყავის ლაბორატორია"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.