"Polo Ralph Lauren" გლობალური ლიდერი პრემიუმ ცხოვრების სტილის პროდუქტების დიზაინში, მარკეტინგსა და დისტრიბუციაში, მათ შორის ტანსაცმლის, აქსესუარების, სახლის ავეჯისა და სხვა ლიცენზირებული პროდუქტების კატეგორიებში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. Polo Ralph Lauren-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 (სითი მოლი საბურთალო)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Polo Ralph Lauren გაყიდვების კონსულტანტი".