ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ/ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: https://biograpi.ge/
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ბინების ინტერიერის ნახაზების მომზადება (ელექტროობის და გათბობის წერტილების ჩვენებით);
** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექის კომერციული სართული- (ების) გეგმარება;
** სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა და სპეციფიკაციების ჩამონათვალის გაკეთება;
** გაყიდვების დეპარტამენტის და CRM მენეჯერის (მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი) მოთხოვნის შესაბამისად კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ბინის, ოთახების ზომების, კვადარტულობების და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ;
** კლიენტისთვის პროექტით გათვალისწინებული ბინის გეგმარების და საინჟინრო წერტილების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან ერთად ახალი გეგმარების შედგენა, ტიხრების, ელექტრო და საინჟინრო გაყვანილობების ცვლილება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა საინჟინრო საკითხებში, ისეთები როგორიც არის ელექტროობა, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილების და წყალ-კანალიზაციის სისტემები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პოზიციაზე კანდიდატს უნდა ქონდეს ცოდნა და შესაძლებლობა იმსჯელოს ბინის გეგმარებაზე და ტექნიკურ საკითხებზე, ისეთები როგორიც არის ელექტროობა, ვენტილიაცია, გათბობა-გაგრილება და წყალ-კანალიზაცია;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს წაიკითხოს და შეცვალოს დამპროექტებლების ნახაზები;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს მინიმალური სქემატური ელექტრო ნახაზის შექმნა, სადაც დატანილი იქნება განათებები, როზეტები და ჩამრთველები. უნდა შეეძლოს მათი აღნიშვნის შექმნა და განშლებზე დატანა, კოორდინაცია სხვადასხვა საინჟინრო გაყვანილობებთან;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), Photoshop Adobe Acrobat Pro პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@biograpi.ge