სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** შეკვეთის გაფორმება;
** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 35 სთ. ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 სთ. დასვენება შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: 1000 ლარი + ტრანსპორტის/გზის ხარჯი: თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!