"GSS ავტომობილების გაქირავება" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაქირავების აგენტის პოზიციაზე.
ვალდებულებები: ავტომობილების მიღება/ჩაბარება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინსტრუქტაჟის ჩატარება, გაქირავების პირობების გაცნობა ინგლისურ ენაზე.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დახვეწილი მეტყველება;
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი სამგორის რაიონი. ავტომობილების მიღება/ჩაბარება ძირითადად თბილისის აეროპორტში, პერიოდულად ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში;
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული.
ავტომობილის მართვის გამოცდილების და უცხო ენის ცოდნის არმქონენი ნუ გამოგვეხმაურებით!
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. ასევე CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: contact@gsscarrental.com გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიცია.