"აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით.
იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ, ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და მომსახურება სტანდარტების შესაბამისად.
უნარები:
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში (კვირაში 40 საათი).
** დღიური ანაზღაურება - 45 ლარი (NET).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!