რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ.
ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე არსებული მაცივრებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმური შემოწმება და კონტროლი.
** სამეურნეო საკითხები
** ტექნიკოსების ჯგუფის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი
** საქმის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!