შპს "ომექსი" აცხადებს საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.
კომპანია გთავაზობთ:
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ხელფასი: ხელზე ასაღები 1200 ლარი (განიხილება გაზრდა)
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დაცლა და საწყობში განთავსება უშუალო ხელმძღვანელის მითითებისა და საწყობში არსებული დასაწყობების პოლიტიკის გათვალისწინებით;
** მიღებული შეკვეთის საფუძველზე მითითებული პროდუქციის სწორად შეგროვება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უსაფრთხო/დაუზიანებლად დატვირთვა და გაშვება;
** პროდუქციის მიღება/გაშვებამდე შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება, მიღება, გადამოწმება და დაცლა/დატვირთვის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისობისა დადგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** პრიორიტეტად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი წერეთლის გამზირი
საკონტაქტო: 555 212 595