აგრო-კომპანია "ბარაქა", რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას იმპორტის დეპარტამენტში, 3 თვე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებგვერდზე www.baraka.ge
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, განვითარებას და პროფესიული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ალექსიძის 13.
განაკვეთი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სტაჟირება: პირველი 3 თვე - არაანაზღაურებადი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დამსაქმებლის კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმპორტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და კომპანიის იმპორტის სტრატეგიის შესაბამისად მუშაობა;
** შესაბამისი იმპორტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** განიხილება სტუდენტი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟიორი იმპორტში.
გისურვებთ წარმატებებს!