შპს "პინაკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პრისელერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B);
** პრისელერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პოკეტზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 18 საათამდე.
** ხელფასი: 2000 ლარი და სამოტივაციო ბონუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: info@pinaki.ge. (გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).