რესტორანი "აურა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მოლარე
მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის 48.
უპირატესობა მიენიჭებათ დიდ დიღომში მაცხოვრებლებს.
მოვალეობები:
** სალაროს კონტროლი;
** ჩეკების დახურვა;
** დღის დახურვა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან დღის დახურვამდე (დღის დახურვის სტანდარტული დრო 23:00-დან 01:00-მდე)
** კვება უზრუნველყოფილია
** ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში
** დასვენების 4 დღე თვეში
2. მიმტანი
მოვალეობები:
** სტუმართან ურთიერთობა
** მათთვის მენიუს გაცნობა
** სასიამოვნო აურის შექმნა
** სტუმრისგან შეკვეთის მიღება
** შეკვეთების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით
** მაგიდის მომზადება და კერძის მირთმევა არსებული სტანდარტების მიხედვით
** მენიუს ზედმიწევნით დეტალურად ცოდნა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
პირობები:
** მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის 48.
** გრაფიკი: 11:00-23:00 ან 13:00-დან დღის დასრულებამდე.
** ანაზღაურება: 50 ლარი + ტრანსპორტირების ანაზღაურება + თიფსი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598283538 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: aura10100@gmail.com.