უძრავი ქონების კომპანია "State Invest" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების კონსულტანტის/ბროკერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გამართული მეტყველების უნარი
** პუნქტუალურობა
** ნებისმიერი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების, გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაოს აღწერა:
** გასაქირავებელი/გასაყიდი პროდუქტის მოძიება და შესაბამის პორტალზე/საიტზე მოძიებული პროდუქტის განთავსება
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა
** მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება
** სამუშაო ბაზის მართვა
კომპანია გთავაზობთ:
** ტრენინგებს
** საქმის საფუძვლიანად შესწავლას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კომპანიაში დაგხვდებათ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
სამუშაო დღეები და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი) 11:00-დან 19:00-მდე, შაბათი (მოკლე დღე) 11:00 დან 16:00-მდე
** ანაზღაურება: მიღებული შემოსავლის 50% თითოეული წარმატებული საქმიდან, საშუალოდ 1 000 დან 7000 ლარამდე, დამოკიდებულია დასაქმებულის შრომისმოყვარეობაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე stateinvest1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების ექსპერტი"
გისურვებთ წარმატებას!