კომპანია "eComm" წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმით "Laptops.ge", სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის დიდ არჩევანს ყველა სეგმენტისთვის. Laptops.ge მე-4 წელია წარმატებით ოპერირებს საცალო და კორპორაციულ სეგმენტზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი;
** ანაზღაურება: 1, 400₾-დან (დარიცხული);
** სამუშაო დრო: 10:00-დან 19:00 საათამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის ჯგუფთან;
** კომპანიის საკომუნიკაციო არხებში შეტყობინებების პასუხი ან გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** კომპანიის პროდუქციის და მომსახურების დეტალური ცოდნა;
** ოფისის მომარაგება სამეურნეო ნივთებით/შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@laptops.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ოფისის მენეჯერი".
აპლიკაციას დაურთეთ რამდენიმე წინადადება, სადაც განგვიმარტავთ თუ რატომ შეეფერებით ამ პოზიციას.