რესტორანი "Bazzar" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მიმტანის პოზიციაზე.
ანაზღაურება და პირობები:
** 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;
** კვება;
** უნიფორმა.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zezva.mindikauri@bazzarhotel.com
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.