ყურადღება! ძალიან საინტერესო ვაკანსია!
"ცელულოიდის ენები", სადაც კინოფილმებით ისწავლება უცხო ენები, ეძებს ინგლისური ენის სპეციალისტს!
ანაზღაურება მიმზიდველია, პირობები - მოსაწონი, სამუშაო - შემოქმედებითი და პროფესიონალურ ზრდაზე ორიენტირებული.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მესენჯერში ჩვენს ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/celluloidis.enebi
არ დაგავიწყდეთ თქვენი ტელეფონის ნომრის მითითება. ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ ვის ვეძებთ:
** ვეძებთ ინტერესიან, ენერგიულ, ხალისიან და სერიოზულ ლინგვისტს;
** ინგლისური ენის წყალივით მცოდნეს, ამ ენაზე მშობლიური ენის დარად მოსაუბრეს, ვისაც უყვარს და ესმის გრამატიკა, აქვს სწავლების გამოცდილება და სურვილი/შესაძლებლობა, ახალ მეთოდს დაეუფლოს;
** კინოს სიყვარული აუცილებელი არ არის, თუმცა დადებით ფაქტორად განიხილება.
ახალგაზრდა სპეციალისტების საყურადღებოდ: ჩვენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ენთუზიაზმი და მონდომება. ასე რომ, გამოცდილება თუ გაკლიათ, არ დაიხიოთ უკან, გამოგვიგზავნეთ ორიგინალური CV.