"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.
"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოფისე პროგრამების: Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint)-ის ონლაინ სასწავლო კურსის ტრენერის პოზიციაზე.
ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
** სილაბუსის და შეფასების სისტემის შექმნა, განვითარება;
** მუდმივი კონტაქტი ცენტრის ადმინისტრაციასთან და მსმენელთან სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** თანამედროვე სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი სიახლეების დანერგვა და მორგება მიმდინარე სასწავლო ჯგუფებზე;
** ონლაინ შეხვედრებთან ერთად პრაქტიკული დღეების ორგანიზება და შესრულება;
** მუდმივი სწრაფვა სასწავლო კურსის დახვეწისკენ და პროფესიული განვითარებისკენ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint)-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე (ტრენერი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო ადგილი: სრულად დისტანციური
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.