მთარგმნელობითი კომპანია "ITM - Translation" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის თარჯიმანთა ბიუროში თურქული ენის მთარგმნელის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: ფიქსირებული (300-1.000 ლარი) + გამომუშავება (დაახლ. თვეში 500-2.500 ლარი)
** სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა დოკუმენტების თარგმნის ხარისხიანად შესრულება გონივრულ ვადებში;
** ნათარგმნი დოკუმენტების დამოწმება ნოტარიუსთან;
** სხვა დავალებების შესრულება (ასლის გადაღება, დასკანერება, პრინტერზე ამობეჭდვა, მაილზე გაგზავნა და სხვ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული, თურქული ენების სრულყოფილად ცოდნა (B2/C1/C2);
** თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: დიპლომი ან სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და სხვ;
** დოკუმენტებთან, კომპიუტერულ მოწყობილობებთან და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს თარჯიმანთა ბიუროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება და ერკვეოდეს მუშაობის პრინციპში;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატს, რომელიც დამატებით თარგმნის რუსულად და/ან ინგლისურად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV (რეზიუმე), პირადობის მოწმობისა და დიპლომის/სერტიფიკატის ასლები გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@itm-translation.com
გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!