jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: HB Management
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

კომპანია "HB management" წარმოადგენს უძრავი ქონების მართვის კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულებაც არის მოკლევადიანი უძრავი ქონების გაქირავება (აპარტამენტები, ბინები და მინი-სასტუმროები).

ამ ეტაპზე კომპანია ეძებს მენეჯერის ასისტენტს ქონების მართვის სფეროში, კერძოდ, ბინების, სახლების, ბინების და მინი-სასტუმროების მართვაში.

თუ გაინტერესებთ ეს სფერო და გაქვთ განვითარების და ზრდის სურვილი, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 4/3

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ქლინინგთან თანამშრომლობა/კომუნიკაცია;
** საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Excel, Word, Google ცხრილები)
** უცხო ენების ცოდნა: რუსული (C1), ინგლისური (B2)
** აუცილებელია გქონდეთ პირადი კომპიუტერი, ლეპტოპი ან სმარტფონი.

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. «HB management»-ისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |