jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საბაჟო ოპერაციებისა და გადაზიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "არომაპროდუქტი"/"Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე ან Facebook გვერდზე.

"არომაპროდუქტი"/"Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ლოჯისტიკის დეპარტამენტში საბაჟო ოპერაციებისა და გადაზიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დ. გურამიშვილის გამზირი 17მ, ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: 09:30-18:30სთ
დასვენება: შაბათი და კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** იმპორტ-ექსპორტის დოკუმენტების კონტროლი;
** საბაჟოზე წინასწარი დოკუმენტაციის ატვირთვა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კონტაქტი;
** გადაზიდვების ციკლის კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შიდა დოკუმენტაციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, საერთაშორისო ვაჭრობის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საბაჟო რეგულაციების, იმპორტის/ექსპორტის პროცედურების და ოპერაციების ცოდნა;
** საბაჟო დოკუმენტაციის, მათ შორის იმპორტის/ექსპორტის დეკლარაციების, წარმოშობის სერტიფიკატებისა და განბაჟების ფორმების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე (B2-C1) ცოდნა;
** ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** შიდა გუნდებთან და გარე დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |