www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთსა და საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური გაყიდვების გეგმის შემუშავება;
** გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მართვა, მათი საქმიანობის მონიტორინგი/კონტროლი;
** დეპარტამენტის ორგანიზაციული მოწყობა, ადამიანური, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსების დაგეგმვა და უზრუნველყოფა გეგმების უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების პროცესების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის სისტემის უზრუნველყოფა და/ან მოგვარება;
** ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი და მათი მოწესრიგება;
** გაყიდვების მიზნების მიღწევისათვის ყველა სხვა დამატებითი რესურსების მობილიზება და ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** გუნდის მართვის უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2017 წლის 31 ივლისამდე მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru