www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

დასაქმების კომპანია "HR Partners" კონტრაქტორი კომპანიის სახელით აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ტექნიკური პერსონალის მართვა
** წარმოების პროცესების და პროცედურების შემუშავება/დანერგვა/მართვა
** საწარმოში ტექნიკური უსაფრთხოების პროცესების და პროცედურების შემუშავება/მართვა
** ტექნიკური პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავება
** საჭიროების შემთხვევაში საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღებაში მონაწილეობის მიღება
** საწარმოში ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება
** საწარმოს მანქანა-დანადგარების სწორი და უსაფრთხო ექსპლოატაციის მონიტორინგი
** საწარმოს მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოს ხარისხის სტანდარტის შემუშავება/დანერგვა და უზრუნველყოფა
** წარმოების განვითარების დაგეგმარება და უზრუნველყოფა
** წარმადობის მართვა
** რესურსების ოპტიმიზაციის შემუშავება/უზრუნველყოფა
** წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.
** წარმოების ფუნქციონირების და ეფექტიანობის გაზრდის ანალიზი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მ/შ მინ. 1 წელი მენეჯერულ თანამდებობაზე
** გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (მ.შ. Excel, Power Point) ცოდნა
** კარგი მოლაპარაკების უნარი
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2017 წლის 14 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, ნუ დაგვირეკავთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემების ჩვენთან გამოგზავნის შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru