www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაწყებითი განათლების პედაგოგი
მომწოდებელი: მწიგნობართუხუცესი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" 2017-2018 სასწავლო წლისთვის აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი განათლების პედაგოგის თანამდებობაზე (1-4კლასები).

ვაკანსიის რაოდენობა: 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** დაწყებითი საფეხურის (I-IV) მასწავლებლობის სერთიფიკატი;
** სქემაში ჩართული;

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 45 წლამდე.
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა.
** მასწავლებლის და საგნობრივი სტანდარტის ცოდნა;
** სასწავლო პროგრამების შედგენის უნარი (თემატური გეგმა; სილაბუსი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის მოტივაცია.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, ლაპლაპას ქუჩა №3.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: g.chkondideli@yahoo.com 2017 წლის 1 სექტემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru