www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი.

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანიის ზრდასთან ერთად კომპანია "გორგია" იწყებს ახალი თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი გაყიდვების მიმართულებით
** თურქული ენის ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის უნარი
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი

გთხოვთ, 30 ივლისამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე d.karegishvili@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru