www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატურის უფროსი - მარნეული
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / განცხადების ვადა: 28 ივლისი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს რეგისტრატურის უფროსის ვაკანსიას მარნეულში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** რეგისტრაციის დესქისა და მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
** მომხმარებელთა მისაღებში საქმიანი სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფა, ზრუნვა მოწესრიგებულ ინტერიერზე და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული და ზუსტი იდენტიფიცირება, სწორი გადამისამართება და მათი დროული აღმოფხვრა, მონიტორინგი პრობლემის მოგვარებაზე;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
** მომხმარებელთა ნაკადების მართვა, ნაკადის შესაბამისად, თანამშრომლების როტაცია;
** რიგების მართვის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა, მოგვარება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლის ინფორმირება; პრობლემებისა და პრეტენზიების საფუძველზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობა;
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრირება: ქცევის, მომსახურებისა და ჩაცმის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და დასწრება/გაცდენის აღრიცხვა, შვებულებების განრიგის შედგენა/შესრულების უზრუნველყოფა.
** რეგისტრატორებისა და პაციენტთა მომსახურების კოორდინატორების მიერ შესრულებული სამუშაოსა და რეგისტრატორების მიერ პროგრამაში პაციენტების რეგისტრაციის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება;
** ახალი პროცედურების, ცვლილებების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის ოპერატიულად და ეფექტურად გაცნობა/დანერგვა, შესრულების მონიტორინგი;
** სამსახურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის და ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრა/ოპტიმიზაცია;
** რეგისტრაციისა და პაციენტთა მომსახურების დარბაზთან დაკავშირებული სამეურნეო და ტექნიკური საკითხების მუდმივი მონიტორინგი და მართვა; საჭირო სახარჯი, სამეურნეო და ტექნიკური მასალების შეკვეთა, მიღება, გადანაწილება;
** ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და განვლილი კვირისა და მუშაობის შეჯამება, ანალიზი;
** მარკეტინგული და სერვისთან დაკავშირებული მასალების განლაგება/წარმოჩენაზე ზედამხედველობა, პერიოდული მონიტორინგის წარმოება;
** სამუშაო დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
** სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვის უზრუნველყოფა;
** დარეგისტრირებული პაციენტების შესახებ ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის ან/და კლინიკის დირექტორისგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით )
** სავალდებულოა, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ორი წლისა;
** პრიორიტეტულია, სამედიცინო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
** პრიორიტეტულია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 ივლისი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/registraturis-ufrosi-marneuli.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru