www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

სს "გეფა" ("ჯიპისი"/"ფარმადეპო") წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

"გეფა" გამოირჩევა, როგორც ნოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "გეფა" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** სადაზღვევო რეცეპტების მომსახურება;
** ბუღალტრული და შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს წარმოება;
** მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება და შეკვეთების გაკეთება.

მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად და თქვენი წვლილი შეიტანოთ მომხმარებლის ჯანმრთლობაზე ზრუნვაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com და შესაბამის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru