www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სისტემის მონიტორინგი გამართულობაზე;
** სისტემური გაუმართაობის დროს კლიენტი კომპანიებისთვის და სს "ჯორჯიან ქარდი"-ს თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის გაწევა;
** პროცესების დოკუმენტირება;
** რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** კომპანიის ძირითადი საოპერაციო აპლიკაციების და მოდულების ცოდნა
** ტრანზაქციების შესრულებაში დაფიქსირებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზის ანალიზი და დროული მოგვარება;
** ცვლილებების დანერგვაზე პასუხისმგებლობა;
** საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან კომუნიკაცია ხარვეზების არსებობის შემთხვევაში;
** ინციდენტების რეგისტრაცია, მოკვლევა და აღმოფხვრა;
** PCI DSS მოთხოვნების ცოდნა და დაცვა.

მოვალეობები:

** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
** დადგენილი ვადების ზუსტი დაცვა;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეკომენდაციების ცოდნა;
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა;
** ცოდნის გაზიარება გუნდისთვის;
** 24/7 მიღწევადობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** საფინანსო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru