www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროექტების სრული ციკლის მართვა, მათ შორის დანერგვისა და რეალურ გარემოში გადაბარების ეტაპების
** კლიენტი ორგანიზაციებისგან მიღებული ახალი მოთხოვნების ანალიზი და ამოცანების პრიორიტეტების დადგენა ყველა ჩართულ მხარესთან შეთანხმებით
** პროექტის ვადების დაცვის კონტროლი
** მოლაპარაკებების წარმოება
** ბიზნეს შეთავაზებების მომზადება პოტენციური კლიენტებისთვის
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დროის, ადამიანური რესურსების გადანაწილება და მართვა
** პროექტის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშგების, პროცედურული ფორმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** ტექნიკური ამოაცანის ჩამოყალიბება
** პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** მიმდინარე და ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** პროექტების მართვის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება IT პროექტების მართვის გამოცდილების მქონეს)
** IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრეზენტაციის უნარი
** ორგანიზებულობის მაღალი დონე
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა
** პროექტის ყველა ასპექტის მართვა, მონიტორინგი.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru