www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ERP ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 11 აგვისტო

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ERP ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი/აღმოფხვრა ან შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
** პროგრამული ბიზნეს პროცესების მონიტორინგი;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ERP სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბიზნეს აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** სასურველია SQL ბაზების ცოდნა;
** სასურველია პროგრამირების მინიმალურ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კოლეგიალური.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2017 წლის 11 აგვისტოსი (18:00 სთ).

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru