www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP კოორდინატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 27 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ERP კოორდინატორის თანაშემწე
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ხანგრძლივობა: 7 თვე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2017 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ERP სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნების გარჩევა და ტესტირება
** ERP სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა და ტრენინგების ჩატარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება
** MS Excel, MS Word -ის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა
** სწრაფი ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru