www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პიზიციაზე, საქართველოში წამყვანი სარეკლამო კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების მიმდინარე პროექტების მართვა -ბრიფის მიღებიდან საბოლოო ჩაბარებამდე
** კლიენტსა და სააგენტოს სხვა დეპარტამენტებს შორის შუამავლის როლის შესრულება
** კლიენტის კმაყოფილების კონტროლი
** კლიენტებისთვის სწორი მოლოდინების შექმნა
** კლიენტისთვის სააგენტოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შექმნა
** კლიენტთან ურთიერთობისას შექმნილი პრობლემების/უკმაყოფილების დროულად აღმოჩენა და გადაჭრის გზების პოვნა გუნდის სხვა წევრებთან ერთად
** თანამშრომლობა სტრატეგიულ განყოფილებასთან კლიენტის ბრიფის დამუშავების მიზნით
** კრეატიული განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი იმისთვის, რომ ზუსტად პასუხობდეს კლიენტის დავალებას
** კრეატიულ განყოფილებასთან ერთად, სააგენტოს მიერ შექმნილი შეთავაზების წარდგენა კლიენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)
** პროექტების მართვის გამოცდილება.

ანაზღაურება: 1000-დან 1500-მდე (GEL/თვე, ხელზე)

ვაკანსია ძალაშია 2017 წლის 17 აგვისტომდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.adelante.ge/Job/12?



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru