www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი - ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანგარიშგების მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
** კომპანიის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;(ბიუჯეტის კონტროლი;
** დადგენილ ვადებში ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება, დროული ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, თანამშრომლებთან, ბიუჯეტთან და სხვა კონტრაქტორებთან;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** მოლაპარაკების წარმოება გარეშე აუდიტორებთან ყველა აუდიტორულ/ბუღალტრულ და ადგილობრივ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** გარე აუდიტთან ურთიერთობა;
** კომპანიის ფინანსური საქმიანობის პროცედურების შექმნა და დანერგვა;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
** საინვესტიციო პროექტების ფინანსური ანალიტიკის წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel ) პროგრამების კარგად ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება; სასურველი აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების ქონა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დეტალებზე კონცენტრირება;

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 1 აგვისტომდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების ტექსტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru