www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემის მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის მონიტორინგის ოპერატორის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"უნიფეი" არის ელექტრონული საფულე. "უნიფეი" მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში. პროექტის შესახებ გაეცანით ვებ გვერდს: www.unipay.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო პროდუქტებთან მუშაობა და მათი მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან სატელეფონო ურთიერთობა, მათი ინფორმირება და შესაბამის კომპეტენტურ სპეციალისტთან გადამისამართება საჭიროების შემთხვევაში;
** მონიტორინგის პროგრამაში მუშაობა მიმდინარე საფინანსო პროცესების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით;
** პრობლემური საკითხების აღრიცხვა და მათი დარეგულირება;
** მომხმარებელთა აქტივობების მართვა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია - გამართულად და გასაგებად მეტყველების უნარი;
** ასაკი: 25 წლიდან (25 წლის დაბლა კანდიდატები არ განიხილება)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკური ან ტექნიკური განხრით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტ რესურსებით სარგებლობის კარგ დონეზე ცოდნა.
** კარგი ლოგიკური და ანალიტიკურად აზროვნების უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორი დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@unipay.ge

ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება

თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.unipay.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru