www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 30 ივლისი

4* სასტუმრო "კრისტალი" ბაკურიანში, მაღალი ხარისხით და შესაბამისი სტანდარტებით, იწვევს დასაქმების მსურველებს სხვადასხვა პოზიციებზე.

სასტუმრო "კრისტალი" დაარსდა 2009 წელს. დღეის მდგომარეობით ის მოიცავს ორ სასტუმრო კომპლექსს და კოტეჯების სტილის საცხოვრებელ აპარტამენტებს. სასტუმრო კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით, დახვეწილი დიზაინით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი
მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 40 წლამდე
** სქესი: არ არის შეზღუდული
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სპეციალობით
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო კომპანიებთან და მედიებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი
** სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქციაზე მოთხოვნისა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირება, სხვადასხვა სახის აქციების დაგეგმვა-განხორციელება;
** სოციალური ქსელების და ვებ-გვერდების ადმინისტრირება
** მედიასთან ურთიერთობა საჭიროების შემთხვევაში.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

საცხოვრებელი პირობები: საჭიროებისამებრ, სასტუმროს პერსონალის საცხოვრებელი კომპლექსი.
დამატებითი პირობა: კომპანია უზრუნველყოფს მომუშავე პერსონალს ტრანსპორტირებით და კვებით.
სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი, შესაძლებელია შეთავსებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru