www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსი - ბათუმი
მომწოდებელი: კოლექტორული კომპანია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კოლექტორული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ფილიალებით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:00-მდე; შაბათი 10:00-დან 14:00-მდე.
ანაზღაურება: აპლიკანტის კვალიფიკაციის მიხედვით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 1 ( ჯგუფის შედეგზე დამოკიდებული) + ბონუსი 2 (პირად შედეგზე დამოკიდებული).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ჯგუფის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
** ახალი პერსონალისათვის სამუშაოს გაცნობა, მათთვის ტრენინგის ჩატარება.
** 10 თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფის ფორმირება.
** ჯგუფის მუშაობის წესების შემუშავება და გუნდის მოტივაცია.
** განსახორციელებელი ვიზიტების დაგეგმვა, მართვა და კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება.(გამოცდილების არმქონე პირები, რომლებიც კომპანიის სხვა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გადამზადებას გაივლიან კომპანიაში).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის, დარწმუნების, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** სწრაფად შესწავლის და ათვისების უნარი;
** ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების ჯგუფის უფროსი") მისამართზე: careerconc@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru