www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კოლორპრესი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" წევრი კომპანია "კოლორპრესი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა);
** დანადგარების მუშაობის შესაძლო გაუმართაობის წინასწარი განსაზღვრა და დროული ჩართულობა;
** ტექნიკური პროცესების წინასწარი დაგეგმარება;
** მიღებული შეკვეთების განხილვა და შეკვეთების შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთის შესრულების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
** ცვლის უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა;
** პროდუქციის მაღალ ხარისხზე პასუხისმგებლობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინჟინრის პოზიციაზე;
** პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინურობა.

ტექნიკური უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების კარგი უნარები.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათის ჩათვლით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20
ვაკანტური ადგილები: 1
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: e.mtiulishvili@color.ge 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru