www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: Savvy Consulting
თანდართული ფაილი: SavvY Recruitment Application.zip
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

SavvY Consulting არის ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და თანამედროვე პროფესიონალური ბიზნესის მართვის სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა.

კომპანიის მთავარი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას.

SavvY-ს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კომპანია ეძებს მოტივირებულ და მიზანდასახულ სტაჟიორებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს და ჩაებმებიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ მიმდინარე საინტერესო პროექტებზე მუშაობის საშუალება - ისინი მიიღებენ გამოცდილებას კომპანიის სამივე დეპარტამენტში - ფინანსური, მენეჯმენტი და Business Solutions.

იდეალურ კანდიდატს უნდა გააჩნდეს სწავლის და მუდმივი განვითარების სურვილი. ასევე, ის უნდა იყოს მოტივირებული როგორც საქართველოს, ასევე რეგიონალური ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად.

წარმატებულ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ:

** საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს
** მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამის დაფინანსებას (ACCA, PMP, CFA, Harvard Business School- ის და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების ოფიციალურ კურსებს , ასევე ონლაინ და Campus ტრენინგებს)
** თანამედროვე მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც კანდიდატს ექნება საშუალება სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.
** სტაჟირების შემდგომ კომპანიაში პოზიციის შეთავაზების შესაძლებლობას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სულ მცირე 3.0 GPA (გთხოვთ, CV-ში აუცილებელია მიუთითოთ GPA)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებით სასურველია ერთი უცხო ენის კარგ დონეზე ცოდნა
** პროგრესული აზროვნების უნარი
** ტექნოლოგიებთან და სისტემებთან მუშაობის უნარი
** მიზანდასახულობა და ამბიციური კარიერული გეგმები
** ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** ასაკი 20 - 25 წელი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; სრული განაკვეთი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება: კი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და შევსებული აპლიკაციის ფორმა 2018 წლის 8 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@savvy.ge

შევსებული აპლიკაციის ფორმის გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru