www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი კანონპროექტის მომზადებისთვის
მომწოდებელი: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 თებერვალი

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა აცხადებს კონკურსს მდინარე რიონზე და მდინარის შესართავის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მიზნით კანონპროექტის მომზადებაზე.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა მოხდება WWF-ის სატენდერო კომისიის შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

** შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია;
** მსგავსი საქმიანობის გამოცდილება;
** კანონპროექტის შემუშავებისთვის შემოთავაზებული ვადები;
** საკონსულტაციო მომსახურეობის ბიუჯეტი.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი ინფორმაცია და CV.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 19 თებერვლამდე შემდეგ მისამართებზე - office@wwfcaucasus.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru