www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას #5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 მარტამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru