www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველი
მომწოდებელი: ჯეო დისტრიბუშენ გრუპი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი" "ბიუ-ბიუ"-ს სავაჭრო ჯიხურისთვის აცხადებს ვაკანსიას გამყიდველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალაროს პროგრამაში მუშაობა;
** პროდუქციის რეალიზაციისას მისი გატარება სალაროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სავაჭრო ობიექტში ჰიგიენის ნორმების დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის ნაშთების სრული მართვა;
** კლიენტის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ვაჭრობის სფეროში (სასურველია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** გუნდის აქტიური წევრი;
** თვითდაჯერებული;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათის ჩათვლით.
** სამუშაო დღეები თვეში: 15 დღე (გადაბმულად).
** დღიური ანაზღაურება: 20 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy@gdg.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელი - "გამყიდველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru