www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ბი-ემ-სი შარმი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდ "VitrA"-ს წარმომადგენლობა საქართველოში - შპს "ბი ემ სი შარმი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Excel, MS PowerPoint);
** ძლიერი მათემატიკური უნარ-ჩვევები.

მოვალეობები:

** მარაგების კონტროლი, ანალიზი;
** შეკვეთების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, პროდუქციის შეკვეთა;
** ტვირთის ჩამოტანის ორგანიზება, დროული დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** საბუთების შეგროვება და საბაჟო საკითხების მოგვარება;
** საწყობში შემოსული პროდუქციის დათვლა;
** პარტნიორებთან დავალიანებების კონტროლი;
** მუდმივი კონტაქტი უცხოელ მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** კომპანიის განვითარებაზე იდეების გენერირება.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
** შაბათი: 11:00-18:00.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** მოტივირებული
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინფორმაციის მარტივად ათვისების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. CV-ის გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.bmcsharm.ge
Facebook: https://www.facebook.com/VitraGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru