www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი - საგურამო
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს გაყიდვების ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სს "ქართული ლუდის კომპანია" არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.

ადგილმდებარეობა: მცხეთა, სოფ. საგურამო.
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების პროგრამის მართვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტების ეფექტურობის ანალიზი;
** ანალიტიკა გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკური განხრით; მაღალი შედეგებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Excel;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდური სამუშაო გარემო.
** სავარაუდო ანაზღაურება: 500-დან 1000 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით).
** თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@geobeer.ge. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (გაყიდვების ანალიტიკოსი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru