www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი - საგურამო
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსიას.

სს "ქართული ლუდის კომპანია" არის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით.

ადგილმდებარეობა: მცხეთა, სოფ. საგურამო
სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტების მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური აღრიცხვის/ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების განხრით; მაღალი შედეგებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა - Excel;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.

ჩვენს კომპანიაში მუშაობის უპირატესობები:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდური სამუშაო გარემო.
** სავარაუდო ანაზღაურება: 500-დან 1000 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით).
** თანამშრომლების პაკეტი, ასევე, მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ტრანსპორტირებას დიდუბიდან სამუშაო ადგილამდე (ტრანსპორტირების დრო: 20 წთ).

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@geobeer.ge. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი). მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru